MOE: გარემოს დაცვის შესახებ ჟურნალი

Dodany: Feb 6, 2012

Od: moegovge

Czas: 0:47

საბავშვო ცენტრ „მულტი-პულტიში" გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე ჟურნალ „პოპკორნის" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების და განათლების დონის ამაღლებას. ჟურნალის ერთ-ერთი მთავარი თემაა, როგორ შევინარჩუნოთ სუფთა გარემო დედამიწაზე, ვასწავლოთ ბავშვებს, რა აბინძურებს ბუნებას და რა უქმნის საფრთხეს მათ ჯანმრთელობას, როგორ გამოვიყენოთ სწორად ენერგია და რესურსები. თემები ბავშვებისთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული და გასართობი თამაშები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა განაწილებული. „პოპკორნის" პირველ ნომერში არის 2012 წლის 3D კალენდარი - ბუნების და სუფთა ჰაერის მოყვარულებს "ტროპიკულ ჯუნგლებში" გაასეირნებთ, ასევე, ბავშვებს შეუძლიათ მატარებელი და ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა ააწყონ. „პოპკორნი" საქართველოს იმ იშვიათ ცხოველებზე მოგიყვებათ, რომლებიც გადაშენების საფრთხის პირას არიან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის "ბეღურების" აღსაზრდელებმა, სკოლის მოსწავლეებმა და სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ასევე, გაიმართა "ბეღურების" აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და სათამაშოების გამოფენა. ჟურნალი არასამთავრობო „ეკოხედვას" მხარდაჭერით საერთაშორისი სასკოლო პროექტ SPARE-ს ფარგლებში გამოიცა. პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნორვეგიის ბუნების დაცვის საზოგადოების და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=1684

Kanał: News

Tagi: ministry  of  environment  protection  georgia  საქართველოს  გარემოს  დაცვის  სამინისტრო  გოგა  ხაჩიძე  goga  khachidze  green  garemos  dacvis  saertashoriso  dge  საერთაშორისო  დღე  ივნისი  moe  ekocidi  ეკოციდი  საქართველო  saqartvelo  ministri  მინისტრი  russia  politics  military  garemo  georgia (country)  news 


   Wyświetlenia: 72    Komentarze: 0